ანემონები, ზაფხულის ეს ულამაზესი ყვავილი, რომელიც ევროპაში მე-16 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ფლორისტიკის სამყაროში. ფერადი ანემონების დამატება ნებისმერ კომპოზიას თუ თაიგულს უფრო მრავალფეროვანს და ჰაეროვანს გახდის. თუმცა სილამაზის გარდა, ამ ყვავილს, აქვს მდიდარი ისტორია მითოლოგიაში, მხატვრობაში, სხვადასვხა კულტურაში და ა.შ.
მიმოხილვა:
ანემონები მიეკუთვნება რანუნკულუსების ოჯახს, რომელიც შეიცავს 2000-ზე მეტ ჯიშს, მათ შორისაა: რანუნკულუსი, დელფინიუმი, თალიქტრუმი და ა.შ. ეს ნაზი ყვავილი ბუნებაში გვხვდება უამრავი ფერის, მათ შორის თეთრი, ვარდისფერი, წითელი, იასამნისფერი და ა.შ. სხვა ყვავილებისგან განსხვავებით, ანემონები ყვავილობს ზაფხულის ბოლოდან, შემოდგომის დასაწყისამდე. Მიუხედავად ნაზი ღეროსა და ფურცლებისა, ამ ყვავილს შეუძლია გაუძლოს სხვადასხვა პირობებს, მზესაც და ჩრდილსაც, შედარებით სიცივესაც და სითბოსაც. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისინი დიდხანს ვერ ძლებენ წყლის გარეშე.
მითოლოგია და ლიტერატურა:
სახელი ანემონი ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ,,ქარის ყვავილს”. სახელი მომდინარეობს იქიდან, რომ ამ ნაზ ყვავილს, ბუნებაში, ქარი ხსნის და შესაბამისად აშორებს მკვდარ ფურცლებსაც.
ანემონის ყვავილის წარმოშობა უკავშირდება ადონისეს და აფროდიტეს ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას, რომელმაც მრავალი მწერალი შთააგონა, მათ შორის ოვიდიუსი და შექსპირი. როგორც ბერძნულ მითიდან ვიგებთ, ერთ დღეს ადონისე სანადიროდ წავიდა ტყეში და მას თან ახლდა ეტლით აფროდიტეც. Ქალღმერთის ყოფილი შეყვარებული, ომის ღმერთი არესი, დათვის სახით გამოეცხადა ფინიკიელთა ბუნების ღვთაებას და სასიკვდილოდ დაჭრა იგი. საყვარელი ადამიანის სიკდილით დამწუხრებლი აფროდიტე ცხარე ცრემლით ტიროდა დიონიეს უსულო სხეულთან. ანემონებიც ორი შეყვარებული ადამიანის ცრემლის და სისხლის შერევის შემდეგ შეიქმნა.
მხატვრობა:
ანემონებმა, თავისი ფერებითა და სილამაზით, დიდი მხატვრების ყურადღებაც მიიპყრო. Ეს ყვავილი ხშირად გვხდება იმპრესიონისტულ ნახატებში. Მაგალითად, ფრანგ ფერმწერს, კოლდ მონეს აქვს ზეთი საღებავით შესრულებული ფერადი ანემონები სახელწოდებით: ,,ანემონები 1885”. არ უნდა დაგვავიწყდეს ყველასთვის ცნობილი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი ,,იაპონურ ლარნაკი ვარდებით და ანემონებით”.
კულტური დატვირთვა:
ქრისტიანულ კულტურაში ანემონები ხშირად არის იესო ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლო. ეს წითელი ფერის ყვავილი ასახავს უფლის მიერ გაღებულ მსხვერპლს და ასოცირდება მომავლის იმედთან. ამიტომ ამ ყვავილს ხშირად შეხვდებით გაზაფხულზე, სააღდგომო კომპოზიციებსა თუ თაიგულებში. სხვა მსგავსი წითელი ვარდის თაიგულები შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე
იაპონურ კულტურაში ანემონები ასოცირდება დაცვასთან ბოროტი ძალებისგან. ითვლება, რომ ამ ყვავილს აქვს ძლერი აურა და შეუძლია ნეგატიური ენერგიისგან დაიცვას სახლი და დაიანი.
დასავლეთის კულტურაში, ანომონები ასოცირდება მოლოდინთან და დაუმარცხებელ სიყვარულთან. რაც , უკავშირდება, ბერძნულ მითს აფროდიტესა და ადონისზე, რომელიც უკვე გაგაცანით დეტალურად ჩვენი ბლოგის დასაწყისში. ამ სიმბოლური დატვირთვის გამო ანემონები პატარძლების ერთ-ერთი ფავორიტია საქორწილო თაიგულებისა და გაფორმებისთვის.
თეთრი ანემონები ხშირად შეგხვდებათ, გაზაფხულის და ზამთრის ცერემონიებში, მაშინ როდესაც პატარძალს სურს შეინარჩუნოს სიმსუბუქე და სინაზე.
თუმცა, წითელი ანემომენი პოპულარული არჩევანია შემოდგომის ქორწილისთვის. მათი მკვეთრი ფერი და უნიკალური ვიზუალი, ნებისმიერ ქალბატონს განსაკუთრებულად აგრძნობინებს თავს.
წითელი ანემონები ასევე პოპულარული თაიგულია ვალენტინობის დღესასწაულისთვის.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ თვალისმომჭრელი სილამაზის მქონე ანემონები ნებისმიერ კომპოზიციას თუ თაიგულს შემატებს დელიკატურობას და სინაზეს. ეს ყვავილი თავისი მისტიური წარსულითა და განსხვავებული სიმბოლიკით, ყოველთვის იდეალური არჩევანი იქნება თქვენი საყვარელი ადამიანების გასახარებლად.
ლავლი როუზის სრული ყვავილების კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.