როდესაც გამოურჩეულად ლამაზი და განსხვავებული ყვავილი გვჭირდება, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ამარილისი. ეს ელეგანტური ყვავილი, თავისი მაღალი ღეროთი და დიდი ზომის, მკვეთრი ფერის ყვავილებით მარტივად გახდა ფლორისტების ერთ-ერთი საყვარელი არჩევანი თაიგულებისა თუ კომპოზიციების დამზადებისას. თვალისწმომჭრელი ვიზუალის გარდა, ამარალისს, როგორც ყვავილს, აქვს ძალიან საინტერესო ისტორია და დატვირთვა, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ.
ისტორია და წარმოშობა:
ამარილისი არის ამარილიდაკეს ოჯახის წარმომადგენელი, რომლის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის. პირველად ეს ყვავილი მოაშენეს, სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ პერუში, სადაც იდეალური ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავაა ამ ყვავილის გასახარებლად. ევროპაში ეს ყვავილი მხოლოდ მე-18 საუკუნეში აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც ის ევროპელმა მოგზაურებმა ჩამოიტანეს ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ. ამარილისმა, მარტივად დაიპყრო ევროპელი ხალხის გული თავისი ფართო ფერთა გამითა და დამახასიათებელი ვიზუალით.
მითოლოგია:
როგორც მაღლა ვახსენეთ, ამარილისი საინტერესო მხოლოდ თავისი ვიზუალის გამო არაა, მისი სახელის წარმოშობა ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. ითვლება, რომ მას ეს სახელი ეწოდა ძველი ბერძენი პოეტის - ვირგილიუსის ნაწარმოებში ნახსენები ნიმფას საპატივცემულოდ. ლეგენდის თანახმად, ამარილისს შეუყვარდა მწყემსი, სახელად ალტეო, მაგრამ ეს გრძნობა ცალმხრივი იყო. დელფის ორაკულის რჩევით, ამარილისი ყოველდღე სტუმრობდა მიჯნურის სახლს, საკუთარ გულს ჩხვლეტდა ისრით, ის რომ რამდენიმე წვეთი სისხლი მიწაზე დაღვრილიყო. 30-ე დღეს, ულამაზესი წითელი ყვავილი - ამარილისი ამოვიდა, იმ ადგილას სადაც ქალის სისხლი იღვრებოდა. ამ ულამაზესმა, ახალმა ყვავილმა მარტივად მიიპყრო ყვავილებზე შეყვარებული ალტეოს ყურადღება და საბოლოოდ მას ნიმფაც შეუყვარდა.
თაიგულები, კომპოზიციები, გაფორმება:
ამარილს ხშირად იყენებ როგორც ცენტარულ ყვავილს თაიგულებში, თავისი დიდი ზომისა და მკვეთრი ფერის გამო. ერთ ტოტსაც კი შეუძლია შემატოს კომპოზიციას ელეგანტური და ზოგჯერ დრამატული შტრიხიც კი.
წითელი ამარილისი არის შობა-ახალი წლის დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლო. მას ხშირად შეხვდებით ზამთრის სეზონი სადღესასწაულო თაიგულებში. თავისი ვარსკვლავისებრი შლის ყვავილითა და მკვეთრი წითელი ფერით, ის ნებისმიერ კომპოზიციას სძენს ჯადოსნურ საახალწლო განწყობას. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამარილი ხშირად გამოიყენება საქორწილო თაიგულებშიც, განსაკუთრებით ზამთარში. არსებობს მოსაზრება რომ ეს ყვავილი სიყვარულისა და სიძლიერის სიმბოლოა, ამიტომ ამ ელეგანტურმა ყვავილმა, პატარძლის თაიგულს ვიზუალური ეფექტის გარდა შესაძლოა მიანიჭოს სიმბოლური დატვირთვაც.
ფერადი ამარილისები ძალიან კარგი არჩევანია კორპორატიული საღამოების, ოფიციალური ვახშმებისა თუ სხვა ღონისძიებების გაფორმებისთვის. თუ ამ ყვავილს სწორად გამოვიყენებთ, მას შეუძლია ნებისმიერი გარემო გახადოს უფრო მდიდრული შესახადობის და მიანიჭოს მყუდროება.
საინტერესო ფაქტი:
ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ რომ ამარილისი ძირითადად გამოიყენება ზამთრის თაიგულებში, კომპოზიციებში თუ გაფორმებაში. მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი ყვავილობა გრძელდება ივნისის ბოლომდე, ამიტომ ზაფხულის სხვა ფერად ყვავილებთან ერთად, ამარილისი იდეალური იქნება იმისთვის რომ თქვენს თაიგულს ფერები და სიხალისე დაუმატოთ.
ამარილისს ბევრი ყვავილი უხდება, მაგრამ შერეულ თაიგულებში ყველაზე ხშირად მას ვარდებსთან ვხედავთ, დამატებით ვარდების თაიგულებისა და შერეული თაიგულების სურათები შეგიძლიათ ნახოთ კატალოგში.
ჩვენთან Lovely Roses-ში, შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ შეიძლება ამრილისის ელეგანტური ყვავილი გამოვიყენოთ როგორც ცენტრი სხვადასხვა თაიგულისა თუ დამატებითი ელემენტი დატვირთულ კომპოზიციაში. ამარილისის თითოეული ტოტი ყვება ისტორიას სიამაყის, სიყვარულის, სიძლიერისა თუ გამძლეობის და გეხმარებათ აღნიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მომენტები განსაკუთრებულად.