8 მარტი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ქალბატონების გასაბედნიერებლად, ამ დღეს გეძლევათ შანსი დღე გაულამაზოთ შეყვარებულს, მეუღლეს, დედას, შვილს თუ უბრალოდ ძალიან კარგ მეგობარს, ჩვენი გუნდი კი დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ საყვარელი ადამიანების გაბედნიერებაში.
თუ ჯერ არ აგირჩევიათ საჩუქარი 8 მარტისთვის -- აქ იხილავთ ჩვენი მრავალფეროვანი თაიგულების კატალოგს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალი ინდივიდუალურია და დაგვეთანხმებით რომ სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებული ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ - ყვავილები ის საჩუქარია, რომელიც ნებისმიერ ქალბატონს გაუხარდება.
ყვავილები 8 მარტისთვის მიტანით თბილისში Lovely Roses სგან
8 მარტს ყველა ჩვენი თანამშრომელი თავდაუზოგავად შრომობს რათა შევქმნათ თაიგულები და კომპოზიციები რომლებიც ნებისმიერ ადრესატს გაახარებს, საჩუქრების და ყვავილების მიტანის სერვისი მოქმედებს თბილისის მასშტაბით დილის 9 საათიდან 00:00 მდე, ჩვენი კურიერები დროულად და უსაფრთხოდ მიიტანენ თაიგულს თქვენი რჩეულისთვის.
14 თებერვლისა და მარტის დღესასწაულების ვარსკვლავი ყვავილი, გაგიკვირდებათ და - ტიტაა, მიუხედავად იმისა რომ ვარდი პოპულარობით სარგებლობს, ტიტის სეზონი ზუსტადაც რომ ამ პერიოდშია და მისი მრავალფეროვანი ფერები და ნაზი ყვავილის სტრუქტურა ნებისმიერი ადრესატისთვის არის შესაფერისი, იქნება ეს მეგობარი, დედა, შეყვარებული თუ თანამშრომელი
ვარდების თაიგული კლასიკური, ელეგანტური ვარიანტია, ვარდების ფერის მიხედვით შეგიძლიათ ადრესატს თქვენი გრძნობები ნათლად დაანახოთ, წითელი- ნიშნავს რომ ადრესატის მიმართ რომანტიული გრძნობები გაქვთ, ყვითელი- მეგობრობის ნიშანია. ამიტომ თუ არ იცით რა ყვავილი აჩუქოთ მას- ვარდები იდეალური არჩევანია.
ქრიზანთემა იდეალური არჩევანია თუ ადრესატს მინდვრის ყვავილები უყვარს, მათი საშუალებით შესაძლოა ღრუბლისმაგვარი ფუმფულა თაიგულები შევქმნათ და გავახაროთ ადრესატები
თუ ელეგანტურ და კლასიკურ ყვავილს ეძებთ - ორქიდეა ის ყვავილია, რომელიც გჭირდებათ, მისი მნიშვნელობა სიმდიდრესთან არის კავშირში, ორქიდეა როგორც მოჭრილი- თაიგულებში და მცენარე- ქოთანში, ძალიან გააბედნიერებს ნებისმიერს.
დიახ, ჩვენი მიტანის სერვისი მოქმედებს 09:00-00:00 პერიოდში, ჩვენი კურიერები მანქანით, უსაფრთხოდ მიიტანენ თქვენს ყვავილებს ადრესატამდე და პირადად გადასცემენ მათ.
8 მარტს შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე, შეკვეთის შესრულების შუალედი ჩვეულებრივზე უფრო დიდია, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ თქვენს არჩეულ დროის შუალედში, მაქსიმალურად სწრაფად მივიტანოთ თქვენი შეკვეთა
დღესასწაულებზე სამწუხაროდ კონკრეტულ დროებზე მიტანის სერვისი არ მოქმედებს, როგორც ზემოთ ვახსენეთ, შეკვეთების დიდი რაოდენობისდა გამო, თუმცა შეგიძლიათ მიტანის 3 შუალედიდან აარჩიოთ ერთ-ერთი, 09:00-14:00 14:00-19:00 19:00-00:00
ყველას ვურჩევთ, რომ შეკვეთა 8 მარტისთვის რამოდენიმე დღით ადრე მაინც გააკეთონ, რათა მაქსიმალურად ვიყოთ დარწმუნებულები ყვავილების მარაგებში.
ჩვეულებრივ დღეებში ყოველთვის ვაგზავნით შეკვეთების ფოტოებს, თუმცა დღესასწაულებზე ეს ოფცია არ გვაქვს ასობით შეკვეთებისდა გამო.
ჩვენი 2 ფილიალი თბილისის მასშტაბით მუშაობს ყოველ დღე, შესაბამისად შეგიძლიათ 8 მარტს, ისე როგორც სხვა ყველა დღეს ეწვიოთ ჩვენს მაღაზიებს და ფლორისტები თქვენს არჩეულ თაიგულს ადგილზე გაგიკეთებენ.
🏘️🚶🏼♂️Vake - Z. Paliashvili 38, 09:00-22:00
🏠🚶🏼♂️Vera - Sh. Ghambashidze 10, 09:00-00:00
📞+ (995) 598 33 86 99 (calls/whatsapp/viber)